მუხლი 8.
სამხედრო პოლიციის უფლებამოსილებანისამხედრო პოლიცია უფლებამოსილია, საქმიანობის მიზნებისა და ძირითადი
პრინციპების უზრუნველსაყოფად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსთხოვოს პირს,
დაიცვას მართლწესრიგი, ხოლო ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში –
მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები;
ბ) განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა, სისხლის სამართლის
საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის
ფარგლებში გამოავლინოს, გახსნას და აღკვეთოს დანაშაული, დაიწყოს და აწარმოოს
გამოძიება, გამოიყენოს ფიზიკური იძულება კანონით დადგენილ ფარგლებში და
დადგენილი წესით;“ (24.09.2010. N3619 ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან)
გ) განახორციელოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით
გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციიდან
გამომდინარე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით მოითხოვოს
(წერილობით ან სიტყვიერად) და დაუყოვნებლივ მიიღოს (მათ შორის, ადგილზე
გაცნობით) ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია მითითებული ვადებისა და
ფორმის დაცვით;
ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესითა და ფორმით
გამოჰკითხოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნებისმიერი საჯარო
მოსამსახურე, სამხედრო მოსამსახურე ან/და თანამდებობის პირი, საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით – სხვა პირი, რომელსაც შესაძლოა საქმესთან
დაკავშირებით ჰქონდეს ინფორმაცია, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით საქმის თაობაზე მიიღოს მისგან წერილობითი ან/და სიტყვიერი
განმარტება, რაც უზრუნველყოფს სამხედრო პოლიციისათვის დაკისრებული
მოვალეობების სრულყოფილად შესრულებას;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეადგინოს
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
ზ) სამხედრო მოსამსახურის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში
გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება და მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული ზომები;
თ) უზრუნველყოს სამხედრო პატრულის ფუნქციონირება;
ი) შეამოწმოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო მოსამსახურის,
სამხედრო მოსამსახურის, აგრეთვე პირის, რომელიც გამოკითხული უნდა იქნეს
საქმესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი ან/და მოქალაქის პირადობის
დამადასტურებელი საბუთი, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები მათ მიერ
დანაშაულის, ადმინისტრაციული გადაცდომის ან დისციპლინური დარღვევის
ჩადენის შესახებ;
კ) საქართველოს შეიარაღებული ძალების დისლოკაციის ადგილებზე
უზრუნველყოს უსაფრთხოების ოფიცერთა ფუნქციონირება;
ლ) აღკვეთოს სამხედრო პირთა მიერ უკანონო გამოსვლების, მიტინგების,
პიკეტებისა და სხვაგვარი აქციების მოწყობა;
მ) საქართველოს შეიარაღებული ძალების შენაერთების დისლოკაციის
ადგილის შეცვლისას და საბრძოლო-სატრანსპორტო ტექნიკის გადაადგილებისას
საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის, აგრეთვე ცალკეული
ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ჩატარების მიზნით, საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაკეტოს გზები და ქუჩების მონაკვეთები ან
შეზღუდოს მოძრაობა გზებსა და ქუჩების მონაკვეთებზე;
ნ) დანაშაულის ჩადენის ფაქტზე წასწრების შემთხვევაში საქართველოს
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული წესით დააკავოს
სამოქალაქო პირი და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადასცეს შესაბამის
სამართალდამცავ ორგანოებს;
ო) კანონით დადგენილი წესითა და ფორმით განახორციელოს საქართველოს
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
ქვემდებარე დანაშაულებთან დაკავშირებით ძებნილ პირთა ძებნა-დაკავების
მოქმედებები;
პ) გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში დამნაშავის დევნისას,
დაკავებულის პოლიციაში წარსადგენად, აგრეთვე სამკურნალო დაწესებულებაში იმ
პირთა მისაყვანად, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ,
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უსასყიდლოდ ისარგებლოს
სატრანსპორტო საშუალებით (დიპლომატიური ან საკონსულო
წარმომადგენლობების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სპეციალური
ტრანსპორტის გარდა);
ჟ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საწარმოსაგან,
დაწესებულებისაგან, ორგანიზაციისაგან და მოქალაქისაგან უსასყიდლოდ მიიღოს
ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონით დადგენილია ინფორმაციის
მიღების სპეციალური წესი;
რ) საგამოძიებო ქვემდებარეობით მისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან
დაკავშირებით განახორციელოს ბრალდებულის ან/და ამოუცნობი გვამის
რეგისტრაცია, დაქტილოსკოპირება, ფოტო-, კინო-, ვიდეო- და აუდიოგადაღება,
შედარებითი გამოკვლევისათვის ნიმუშების აღება, აგრეთვე ჩაატაროს საექსპერტო
გამოკვლევები სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
საქმეებზე; (24.09.2010. N3619 ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან)
ს) საგანგებო ან/და საომარი მდგომარეობის დროს, კანონით განსაზღვრული
კომპეტენციიდან გამომდინარე, მოაწყოს რეიდები დასახლებულ პუნქტებში, საგზაო
მაგისტრალებზე და ტერიტორიულ წყლებში;
ტ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით დანაშაულის გარემოებათა და მის ჩამდენ
პირთა დასადგენად, გამოძიებისაგან და სასამართლოსაგან მიმალული,
უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის მოსაძებნად, ამოუცნობი გვამის ვინაობის
დასადგენად, სამართალდარღვევათა თავიდან ასაცილებლად, მართლწესრიგის
განსამტკიცებლად;
უ) მგზავრების პირადი დაცვის უზრუნველსაყოფად, ბრალდებულის
დაკავების ან დაპატიმრების მიზნით, დადგენილი წესით მიმართოს შესაბამის
ორგანოებს სარკინიგზო, საზღვაო ან საჰაერო ტრანსპორტის გასვლის გონივრული
ვადით შეყოვნების შესახებ; (24.09.2010. N3619 ამოქმედდეს 2010 წლის 1
ოქტომბრიდან)
ფ) უზრუნველყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, აგრეთვე
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უცხო ქვეყნების თავდაცვის სისტემის
მაღალი რანგის სამოქალაქო და სამხედრო თანამდებობის პირთა უსაფრთხოება
(საჭიროების შემთხვევაში ესკორტით გადაადგილება) შესაბამის დაწესებულებებთან
თანამშრომლობით;
ქ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის,
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის
დებულებით განსაზღვრული სხვა საქმიანობა.
მუხლი 9. სამხედრო პოლიციის ვალდებულებები
სამხედრო პოლიცია ვალდებულია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
http://nsc.gov.ge/files/files/legislati ... olicia.pdf+
положение о гаи , правда 2002 года
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.030.000.11.118.005.561
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №543
2002 წლის 1 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №672 ბრძანებულების საფუძველზე და მის შესასრულებლად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს დებულება” (თან ერთვის).
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველის შინაგან საქმეთა მინისტრის 1996 წლის 7 თებერვლის №184 ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ”.
3. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეურნეო და საფინანსო უზრუნველყოფის მთავარმა სამმართველომ (ვ. ნარსია) უზრუნველყოს დებულების სტამბური წესით დაბეჭდვა.
4. ბრძანება დაეგზავნოს დაინტერესებულ სამსახურებსა და დანაყოფებს.
5. ბრძანება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე.
კ. ნარჩემაშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს დებულება
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველო
1. საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც ახორციელებს სპეციალურ საკონტროლო, საზედამხედველო, ნებადამრთველ და სახელმწიფოებრივი იძულების ფუნქციებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში.
2. მთავარი სამმართველო თავის საქმიანობას ახორციელებს ქვეყნის შინაგან საქმეთა ორგანოების სხვა სამსახურებთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საავტომობილო სამმართველოს სამხედრო ავტოინსპექციასთან, იურიდიულ პირებთან, ორგანიზაციებთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, აგრეთვე დადგენილი წესის მიხედვით თანამშრომლობს უცხო ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან.
3. დადგენილი წესის თანახმად სამმართველო მონაწილეობს საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს მიერ ამ საკითხებზე საერთაშორისო შეთანხმებებით აღებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად.
4. სამმართველოს სტრუქტურასა და შტატებს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
მუხლი 2. სამმართველოს ძირითადი ამოცანები
სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) იურიდიულ პირთა (განურჩევლად საკუთრების ფორმისა), თანამდებობის პირთა, საქართველოს და უცხოელ მოქალაქეთა, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებსათან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის, სხვა ნორმატიული აქტების, წესების, სტანდარტებისა და ტექნიკური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა პროფილაქტიკა, მათი შედეგების სიმძიმის შემცირებისათვის გამიზნულ ღონისძიებათა განხორციელება, მოქალაქეთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების, მათი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების, აგრეთვე საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად.
სამმართველოს თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებები, მოთხოვნები და მითითებები მათ კომპეტენციას განკუთვნილ საკითხებში სავალდებულოა იურიდიულ პირთათვის (განურჩევლად საკუთრების ფორმისა), თანამდებობის პირთა და მოქალაქეთათვის;
ბ) ქვეყნის ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამიზნული საქმიანობის ორგანიზება და აღნიშნული ფუნქციის უშუალო განხორციელება საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე. ნორმატიული აქტებისა და სხვა დოკუმენტების შემუშავება, მათ შესრულებაზე ზედამხედველობის განხორციელება. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა აღკვეთა-აცილების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა ორგანიზება. საგზაო მოძრაობის მონაწილეთა შორის დისციპლინის განსამტკიცებლად საგზაო პოლიციის დანაყოფებში ადმინისტრაციულ-იურისდიქციული საქმიანობის ხელმძღვანელობა. ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის, ტექნიკური დათვალიერების, მძღოლის მომზადებასა და კვალიფიკაციის მინიჭებასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზება, გაკონტროლება და განხორციელება. მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მეშვეობით საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პროპაგანდისტული საქმიანობის წარმართვა;
გ) ავტონომიური რესპუბლიკების, სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოების (სამმართველოების) საგზაო პოლიციის უფროსი ინსპექტორ-კოორდინატორების და მძღოლის მომზადებაზე კონტროლისა და კვალიფიკაციის მინიჭების სამხარეო განყოფილებების, ქ.თბილისის, საქალაქო და რაიონული საგზაო პოლიციის დანაყოფების საქმიანობის წარმართვა, კოორდინირება და კონტროლი.
მუხლი 3. სამმართველოს საქმიანობის პრინციპები
სამმართველო თავის საქმიანობას წარმართავს კანონიერების, ჰუმანიზმისა და სოციალური სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე, საკითხების განხილვისას საჭიროების მოთხოვნათა დაცვით სახელმწიფო და პროფესიული საიდუმლოების განუხრელი დაცვის უზრუნველყოფის პირობებში.
მუხლი 4. სამმართველოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. სამმართველო თავის საქმიანიობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლებრივი აქტების, საქართველოს პარლამენტის დადგენილებათა, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებათა და განკარგულებათა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, საქართველოს კანონის „პოლიციის შესახებ”, საქართველოს კანონის „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ”, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების, ბრძანებებისა და მითითებების, წინამდებარე დებულების მოთხოვნათა დაცვით.
2. სამმართველოს საქმიანობის ორგანიზაციულ საფუძველს წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საკუთარი სამუშაო გეგმები.
თავი II. სამმართველოს სტრუქტურული შემადგენლობა და მასში შემავალი სამსახურების ფუნქციები
მუხლი 5. სამმართველოს სტრუქტურა
სამმართველო შედგება შემდეგი სტრუქტურული დანაყოფებისაგან:
ა) შტაბი;
ბ) სამორიგეო ნაწილი;
გ) საზოგადოებრიობასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის ჯგუფი (პრესცენტრი);
დ) კანცელარია;
ე) საგზაო ზედამხედველობისა და მოძრაობის ორგანიზაციის განყოფილება;
ვ) საგზაო-საპატრულო სამსახურის განყოფილება;
ზ) ადმინისტრაციული პრაქტიკის განყოფილება;
თ) ავტომაგისტრალების განყოფილება;
ი) ავტომოტოტრანსპორტის რეგისტრაციის განყოფილება;
კ) ავტომოტოტრანსპორტზე ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება;
ლ) მძღოლების მომზადებაზე კონტროლისა და კვალიფიკაციის მინიჭების განყოფილება;
მ) პირად შემადგენლობასთან მუშაობისა და კადრების ქვეგანყოფილება;
ნ) სამეურნეო უზრუნველყოფის ჯგუფი.
მუხლი 6. სამმართველოს სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
1. შტაბი:
ა) წარმოადგენს სამმართველოს უფროსის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფ მმართველობით-მაკოორდინირებელ და მაკონტროლებელ სტრუქტურულ დანაყოფს. მისი მიზანია სამმართველოს მმართველობით-მაკოორდინირებელი საქმიანობის უზრუნველყოფა. იგი აკონტროლებს საქართველოს კანონების, პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებების, შს სამინისტროს ბრძანებების, გადაწყვეტილებების, მითითებებისა და სხვა ნორმატიული აქტების, აგრეთვე სამმართველოს უფროსის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შემსრულებლამდე დაყვანას და შესრულების მიმდინარეობას;
ბ) სამმართველოს უფროსის მითითების შესაბამისად ახორციელებს სამმართველოს სამსახურების მიერ საქართველოს კანონმდებლობის, პრეზიდენტის ბრძანებულებების, შს სამინისტროს და მთავარი სამმართველოს უფროსის ბრძანებების, წესდებების, ინსტრუქციების და დავალებების შესრულების კონტროლს;
გ) სამმართველოს უფროსის მიერ დამტკიცებული გეგმის ან მისი მითითების შესაბამისად ახორციელებს სამმართველოს ავტომაგისტრალების განყოფილებათა, საგზაო პოლიციის საქალაქო და რაიონული დანაყოფების საქმიანობის შემოწმებას, რა დროსაც შესამოწმებელი დანაყოფის საქმიანობის შეფასებასთან ერთად შეფასებას აძლევს აგრეთვე სამმართველოს დარგობრივი სამსახურების მმართველობით, ორგანიზაციულ საქმიანობას და ადგილობრივი დანაყოფებისადმი გაწეული პრაქტიკული დახმარების ქმედითობას;
დ) აწარმოებს საქართველოში მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა სახელმწიფო სტატისტიკურ აღრიცხვიანობას, აანალიზებს შექმნილ ოპერატიულ მდგომარეობას და შეიმუშავებს წინადადებებს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად;
ე) ამზადებს სამმართველოს სამუშაო გეგმებსა და სხვადასხვა ინსტანციებში გასაგზავნ მასალებს; ორგანიზებას უწევს ოპერატიული თათბირების ჩატარებას;
ვ) სამმართველოს უფროსის დავალებით ატარებს სხვადასხვა სამსახურებრივ შემოწმებებს, მათ შორის განსაკუთრებით მძიმეშედეგიან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებზე;
ზ) უზრუნველყოფს საგზაო პოლიციის სამსახურის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულების კომპიუტერული პროგრამების შემუშავებას, კომპიუტერული ტექნიკის ექსპლუატაციასა და ტექნიკურ მომსახურებას, შესაბამისი ინფორმაციის შეკრებას, დამუშავებას და გაცემას;
თ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამმართველოს ავტომაგისტრალების განყოფილებათა შტაბის სამსახურების საქმიანობას.
2. სამორიგეო ნაწილი:
ა) უზრუნველყოფს სამმართველოში შემოსულ საავტომობილო გზებზე მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების, სისხლის სამართლის დანაშაულის, საგანგებო შემთხვევების, გზების მდგომარეობისა და ამინდის პირობების ამსახველი ინფორმაციის მიღებას, დამუშავებას და მის დროულ მიწოდებას შესაბამისი სამსახურებისა და უწყებებისადმი;
ბ) ახორციელებს სამმართველოს ხელმძღვანელობის მითითებების დაყვანას ქვემდებარე დანაყოფებამდე; აწარმოებს სატაბელო იარაღისა და საბრძოლო მასალების აღრიცხვას, შენახვასა და გაცემას. მუდმივი რადიო და სატელეფონო კავშირი აქვს დამყარებული სამმართველოს დაქვემდებარებულ დანაყოფებთან და ზემდგომ ორგანოებთან.
3. საზოგადოებრიობასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის ჯგუფი (პრესცენტრი):
ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მეშვეობით ეწევა გზებზე მოძრაობის წესების პოპულარიზაციას, ორგანიზაციას უწევს და უშუალოდ ახორციელებს მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოების, საგზაო პოლიციის სამსახურის საქმიანობის წარმოჩენის, ბავშვთა საგზაო-სატრანსპორტო ტრავმატიზმის აღკვეთა-აცილებისათვის გამიზნულ პროპაგანდისტულ მუშაობას;
ბ) მეთოდურ დახმარებას უწევს სკოლამდელ დაწესებულებებს, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებსა და სხვა სასწავლო ორგანიზაციებს საგზაო მოძრაობის წესების სწავლების საკითხებში.
4. კანცელარია:
უზრუნველყოფს სამმართველოში შემოსული ყველა კორესპონდენციის აღრიცხვას, დამუშავებას, ბრძანებებისა და დირექტიული წერილების დაგზავნას, აგრეთვე საიდუმლო საქმეების წარმოებას, რეჟიმისა და კონსპირაციის დაცვას.
5. საგზაო ზედამხედველობისა და მოძრაობის ორგანიზაციის განყოფილება:
ა) ხელმძღვანელობს სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილებისათვის საჭირო ღონისძიებათა შემუშავებასა და მათ განხორციელებას;
ბ) აანალიზებს საავტომობილო გზებსა და ქუჩებში მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებს, მათი გამომწვევი მიზეზების ლიკვიდაციისათვის იკვლევს საგზაო მოძრაობის პირობებს, არსებული წესით შეიმუშავებს ავტოტრანსპორტის მოძრაობის ორგანიზაციის გასაუმჯობესებლად გამიზნულ ღონისძიებებს;
გ) შესაბამის ორგანოებთან ათანხმებს საავტომობილო გზებისა და ქუჩების, საგზაო ნაგებობათა, რკინიგზის გადასასვლელების, საქალაქო ელექტროტრანსპორტის ქსელების, საინჟინრო კომუნიკაციების მშენებლობის, რეკონსტრუქციის, აუცილებლობის შემთხვევაში კაპიტალური შეკეთების პროექტებს;
დ) მონაწილეობს საავტომობილო გზებისა და ქუჩების, საგზაო ნაგებობათა, რკინიგზის გადასასვლელების, საქალაქო ელექტროტრანსპორტის ქსელების, საინჟინრო კომუნიკაციების მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან კაპიტალური შეკეთების შემდეგ ექსპლუატაციაში მიმღებ მუშა და სახელმწიფო კომისიების მუშაობაში;
ე) საავტომობილო გზებსა და ქუჩებში, საგზაო ნაგებობებზე, რკინიგზის გადასასვლელებზე ნებისმიერი სამუშაოების შესრულებისას ახორციელებს ზედამხედველობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვაზე;
ვ) ახორციელებს ზედამხედველობას საავტომობილო გზებსა და ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობისათვის უსაფრთხო საექსპლუატაციო მდგომარეობის შენარჩუნებისათვის, ზრუნავს მათ დაკომპლექტებაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ტექნიკური საშუალებებით;
ზ) სამეცნიერო-კვლევით და სხვა დაინტერესებულ უწყებებთან ერთად ამუშავებს ტექნიკურ დავალებებს ავტომაგისტრალური სისტემებისა და საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ტექნიკურ საშუალებათა პროექტირებაზე, მონაწილეობს საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის პროგრესული მეთოდების დანერგვაში;
თ) შეიმუშავებს დავალებებს საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ტექნიკურ საშუალებათა დანერგვის შესახებ. ამოწმებს მათი მშენებლობის ხარისხს, მონაწილეობს დამთავრებული სამუშაოების ექსპლუატაციაში მიმღები კომისიების მუშაობაში;
ი) ათანხმებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის, არაგაბარიტული, დიდწონიანი და საშიში ტვირთების გადასატან მარშრუტებს;
კ) საავტომობილო გზების განთავსების ზოლში მშენებარე კვების, საყოფაცხოვრებო და სხვა დანიშნულების ობიექტებს, აგრეთვე რეკლამების განთავსებას წარუდგენს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის ტექნიკურ პირობებს;
ლ) ორგანიზებას უწევს, წარმართავს და აკონტროლებს ავტომაგისტრალების განყოფილებათა, საქალაქო და რაიონული საგზაო პოლიციის დანაყოფების სამოქმედო ტერიტორიაზე მოძრაობის ორგანიზაციისა და საგზაო ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობას;
მ) შექმნილი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე გეგმავს და პრაქტიკულ დახმარებას უწევს საგზაო პოლიციის ადგილობრივ დანაყოფებს.
6. საგზაო-საპატრულო სამსახურის განყოფილება:
ა) ორგანიზებას უწევს საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამიზნულ მუშაობას. საქართველოს შსს 2002 წლის 2 მაისის №238 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შსს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგზაო-საპატრულო სამსახურის შესრულების ინსტრუქციის” შესაბამისად კოორდინაციას უწევს და წარმართავს ქვეყანაში საგზაო-საპატრულო სამსახურის საქმიანობას. ასრულებს სადირექტივო ორგანოს ფუნქციას, ადგილებზე ახორციელებს საგზაო პოლიციის დანაყოფების საქმიანობის შესწავლას პრაქტიკული დახმარების აღმოჩენის მიზნით;
ბ) „საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, აგრეთვე საქართველოში ვიზიტად მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სხვა მნიშვნელოვანი პირების დაცვით ღონისძიებებში ჩართული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და შსს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს დანაყოფების ურთიერთკოორდინაციის გაუმჯობესების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 2002 წლის 11 ივნისის №07/08 ერთობლივი ბრძანების შესაბამისად ხელმძღვანელობს სხვადასხვა რანგის დელეგაციებისა და მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილებისათვის გამიზნულ ღონისძიებათა ჩატარებას. ამზადებს სხვადასხვა ღონისძიებათა გეგმებს;
გ) ატარებს სამსახურებრივ მოკვლევებს ყველა მძიმეშედეგიან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაზე, სსს თანამშრომელთა მხრიდან საშემსრულებლო დისციპლინისა და კანონიერების დარღვევის ფაქტზე;
დ) სამოქმედო ტერიტორიაზე რეგისტრირებული ყველა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის და მოძრაობის წესების დარღვევათა ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამმართველოს უფროსს ავტომაგისტრალების განყოფილებების სტაციონარული საგუშაგოებისა და საპატრულო მარშრუტების დისლოკაციას, საჭიროების შემთხვევაში შეაქვს მასში სათანადო ცვლილებები;
ე) ახორციელებს საგზაო-საპატრულო სამსახურის თანამშრომელთა მუშაობის შემოწმებებს ფარული და ღია მეთოდის გამოყენებით. უზრუნველყოფს პატრულირების მარშრუტებისა და საგუშაგოების დისლოკაციით გათვალისწინებული მოთხოვნების განუხრელ დაცვას, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა წინააღმდეგ ბრძოლას და მათ აღკვეთა-აცილებას;
ვ) დახმარებას უწევს ბუნების დაცვის სამსახურებს გარემოს ხმაურისაგან დაცვისა და მავნე აირებით დაბინძურების წინააღმდეგ კანონიერ საქმიანობაში;
ზ) ორგანიზებას უწევს „ცხელ კვალზე” საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა ადგილიდან მიმალული მძღოლების, გატაცებულ ან მოპარულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ძებნისა და დადგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებს, აგრეთვე პრაქტიკულ საქმიანობაში სპეციალური ტექნიკური, მათ შორის ავტოტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალებების გამოყენებას მათი ექსპლუატაციის ინსტრუქციის შესაბამისად. კოორდინაციას უწევს ავტომაგისტრალების განყოფილებათა პირადი შემადგენლობის მონაწილეობას დანაშაულის გახსნასა და აღკვეთა-აცილებისათვის გამიზნულ საქმიანობაში ტერიტორიულ შს ორგანოებთან ერთად. ყოველთვიურად აჯამებს და აანალიზებს საგზაო პოლიციის სამსახურებისა და ავტომაგისტრალების განყოფილებათა პირადი შემადგენლობის მიერ საგზაო-საპატრულო სამსახურისა და ძებნის ხაზით გაწეულ მუშაობას;
თ) შექმნილი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე გეგმავს და პრაქტიკულ დახმარებას უწევს საგზაო პოლიციის ადგილობრივ დანაყოფებს;
ი) ორგანიზებას უწევს, წარმართავს და აკონტროლებს ავტომაგისტრალების განყოფილებათა სამოქმედო ტერიტორიაზე საგზაო-საპატრულო სამსახურის საქმიანობას.
7. ადმინისტრაციული პრაქტიკის განყოფილება:
ა) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობას ადმინისტრაციული იურისდიქციის სფეროში, რაც ითვალისწინებს საგზაო მოძრაობის და ავტომოტოტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების, აგრეთვე მოქმედი ნორმატივებისა და სტანდარტების დარღვევასთან დაკავშირებით აღძრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვას საგზაო პოლიციის სამსახურების თანამდებობის პირთა მიერ, მის თაობაზე კანონით დადგენილი ფორმითა და წესით გადაწყვეტილების მიღებას;
ბ) ხელმძღვანელობს და ორგანიზაციულ-მეთოდურ დახმარებას უწევს ადმინისტრაციული პრაქტიკის ინსპექტორებს მათი საქმიანობის სწორად წარმართვაში;
გ) ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციული კანონმდებლობისა და მასთან დაკავშირებულ საქმეთა წარმოების სრულყოფისათვის;
დ) შექმნილი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე გეგმავს და პრაქტიკულ დახმარებას უწევს საგზაო პოლიციის ადგილობრივ დანაყოფებს.
8. ავტომაგისტრალების განყოფილება:
ა) ავტომაგისტრალების განყოფილებები, რომელთა სამოქმედო ტერიტორიები მოიცავენ ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალებს, ორგანიზაციას უწევენ და პრაქტიკულად ახორციელებენ სატრანსპორტო საშუალებათა, მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოების და შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველსაყოფად გამიზნულ მუშაობას;
ბ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევათა, სამართალდარღვევათა ანალიზიდან გამომდინარე შეიმუშავებენ საპატრულო მარშრუტებისა და საგუშაგოების დისლოკაციებს და ახორციელებენ კონტროლს აღნიშნული დოკუმენტით გათვალისწინებული მოთხოვნების განუხრელ დაცვაზე;
გ) ატარებენ სათანადო ღონისძიებებს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა შორის დისციპლინის განმტკიცებასა და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევათა გამოვლენისა და აღკვეთა-აცილების მიზნით;
დ) „ცხელ კვალზე” ახორციელებენ საჭირო ღონისძიებებს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა ადგილიდან მიმალული მძღოლების, გატაცებულ ან მოპარულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ძებნისა და დადგენის მიზნით. ტერიტორიულ შს ორგანოებთან ერთად აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ სამოქმედო ტერიტორიაზე სისხლის სამართლის დანაშაულთა აღკვეთა-აცილების, გახსნისა და დამნაშავეთა დაკავების ღონისძიებებში.
9. ავტომოტოტრანსპორტის რეგისტრაციის განყოფილება:
ა) ორგანიზებას უწევს და უზრუნველყოფს ქვეყნის მასშტაბით მექანიკური ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის სამსახურების ფუნქციონირებას. შეიმუშავებს მათი საქმიანობის მარეგლამენტებელ წესებს;
ბ) კონტროლს უწევს ქვეყნის ავტომაგისტრალების სასაზღვრო საგუშაგოებზე ქვეყნიდან გასულ და ქვეყანაში შემოსულ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის საკითხებს;
გ) უშუალოდ ახორციელებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციასა და გადაფორმებას;
დ) პრაქტიკული დახმარების აღმოჩენის მიზნით წელიწადში ერთხელ ახორციელებს საქალაქო და რაიონული დანაყოფების მიერ გაწეული სარეგისტრაციო საქმიანობის ამსახველი პირველადი მასალების დოკუმენტურ საუწყებო შემოწმებას. სისტემატურად ამოწმებს სამსახურებრივ და საშემსრულებლო დისციპლინას;
ე) უზრუნველყოფს ახლად დამზადებული, თვითნაკეთი, გადაკეთებული ან შეცვლილი შეთანწყობით, ან სხვა აგრეგატებითა და კვანძებით აწყობილი, დამატებითი მოწყობილობებით ახლად აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციას დადგენილი წესით მათი საექსპლუატაციოდ დაშვების უსაფრთხოების დადასტურების შემთხვევაში.
10. ავტომოტოტრანსპორტზე ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება:
ა) ორგანიზებას უწევს და ახორციელებს ქვეყანაში ავტოსატრანსპორტო საშუალებათა და მათი მისაბმელების სავალდებულო პერიოდული სახელმწიფო ტექნიკური დათვალიერების ჩატარებას;
ბ) შეიმუშავებს საგზაო პოლიციის სამსახურის მიერ ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელებასთან დაკავშირებულ ნორმატიულ აქტებს, საქალაქო და რაიონული დანაყოფების მხრიდან ავტომოტოტრანსპორტზე ტექნიკური ზედამხედველობის ხაზით გასაწევი საქმიანობის მეთოდიკას;
გ) შეიმუშავებს ავტოსატრანსპორტო საშუალებათა და მათი მისაბმელების სავალდებულო პერიოდული სახელმწიფო ტექნიკური დათვალიერების ჩატარების წესებს და დიაგნოსტიკურ ცენტრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური მდგომარეობის შესამოწმებელი პარამეტრების ნუსხას;
დ) დაინტერესებულ უწყებებთან ერთად შეიმუშავებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და ავტომოტოტრანსპორტის მავნე ზეგავლენისაგან გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად გამიზნულ წესებს, ნორმატივებსა და სტანდარტებს;
ე) საგზაო პოლიციის საქალაქო და რაიონული დანაყოფების მიერ ტექნიკური დათვალიერების მდგომარეობაზე წარმოდგენილი ანგარიშების საფუძველზე ახორციელებს ქვეყანაში ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური მდგომარეობის შეფასებას, მათი რაოდენობის და სხვა სარეგისტრაციო მონაცემების დაზუსტებას, ადგენს ავტოპარკის რეალურ მდგომარეობას. ახორციელებს ღონისძიებებს ავტოსატრანსპორტო საშუალებათა და მათი ნომრიანი აგრეგატების დანაშაულებრივი ხელყოფის შემთხვევათა გამოვლენის მიზნით;
ვ) ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ატარებს მიზნობრივ ღონოსძიებებს ტექნიკურად გაუმართავი და ტექნიკური დათვალიერების გარეშე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის ფაქტების გამოსავლენად;
ზ) წელიწადში ერთხელ ახორციელებს საგზაო პოლიციის საქალაქო და რაიონული დანაყოფების მიერ ავტომოტოტრანსპორტზე ტექნიკური ზედამხედველობის ხაზით გაწეული საქმიანობის ხაზობრივ შემოწმებას, აკონტროლებს საგზაო პოლიციის სამსახურების მიერ ამ კუთხით შემუშავებული წესების, ნორმატივებისა და სტანდარტების მოთხოვნათა შესრულებას;
თ) სისტემატურად უწევს პრაქტიკულ დახმარებას საგზაო პოლიციის იმ დანაყოფებს, რომლებიც საანგარიშო პერიოდში გაწეული მუშაობის ანალიზის მიხედვით ჩამორჩებიან ქვეყნის საშუალო მაჩვენებლებს.
11. მძღოლის მომზადებაზე კონტროლისა და კვალიფიკაციის მინიჭების განყოფილება:
ა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებაზე საკვალიფიკაციო გამოცდების მიღებას, მძღოლის მოწმობის გაცემას (როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო), შეცვლას და დაკარგულის აღდგენას; დამოუკიდებლად მომზადებულ პირთათვის „A” და „B” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებას;
ბ) ორგანიზებას უწევს და წარმართავს აღნიშნულ საქმიანობას შესაბამის სამხარეო სამსახურებში; უწევს მათ პრაქტიკულ დახმარებას პერიოდული შემოწმების შედეგებისა და ანალიზის საფუძველზე;
გ) გეგმავს შემდგომ ღონისძიებებს და აკონტროლებს შესრულების მიმდინარეობას.
12. პირად შემადგენლობასთან მუშაობისა და კადრების ქვეგანყოფილება:
ა) მონაწილეობს სამმართველოში და ადგილებზე კადრების შერჩევის, განთავსებისა და აღზრდის საქმეში, უზრუნველყოფს საშემსრულებლო დისციპლინისა და კანონიერების განმტკიცებას;
ბ) ორგანიზაციას უწევს სამმართველოს და მისდამი დაქვემდებარებული სამსახურების საბრძოლო სამსახურებრივი მომზადების საქმიანობას;
გ) შეთანხმებულად მოქმედებს შსს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარ სამმართველოსა და საქართველოს შსს აკადემიასთან საგზაო პოლიციის თანამშრომელთა მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის;
დ) აფორმებს მასალებს სამმართველოს დარგობრივი სამსახურების, ავტომაგისტრალების განყოფილებების, საგზაო პოლიციის საქალაქო და რაიონული დანაყოფების საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ.
13. სამეურნეო უზრუნველყოფის ჯგუფი:
ა) შსს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მეშვეობით უზრუნველყოფს სამმართველოს და ავტომაგისტრალების განყოფილებათა მატერიალურ მომარაგებასა და ნორმებით გათვალისწინებულ ტექნიკურ აღჭურვილობას;
ბ) ახორციელებს კონტროლს მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვასა და მიზნობრივ ხარჯვაზე, აგრეთვე ავტომოტოსატრანსპორტო და კავშირგაბმულობის საშუალებათა საექსპლუატაციო მდგომარეობაზე. ატარებს მატერიალურ ფასეულობათა ყოველწლიურ ინვენტარიზაციას;
გ) გასცემს სატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური ხმამაღლა მოლაპარაკე, სანათი და ხმოვანი სიგნალის გამოყენების ნებართვას. ორგანიზაციას უწევს სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში სარემონტო სამუშაოების წარმოებას.
თავი III. სამმართველოს უფროსის უფლება-მოვალეობანი
მუხლი 7. სამმართველოს უფროსის უფლება-მოვალეობანი
სამმართველოს უფროსის უფლება-მოვალეობას განეკუთვნება:
ა) მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საავტომობილო გზებსა და ქუჩებში საგზაო პოლიციის სისტემაში შემავალი სამსახურების საქმიანობის უშუალო კოორდინირება და ხელმძღვანელობა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში ძირითადი და სხვა ოპერატიული ამოცანების გადაწყვეტის მიზნით ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების გამოცემა;
გ) შს სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე წინადადებების წარდგენა სამმართველოში შემავალ სამსახურებში სამინისტროს ნომენკლატურულ თანამდებობებზე პირთა დანიშვნა-გადაადგილების ან გათავისუფლების საკითხებზე;
დ) საჭიროების შემთხვევაში სამმართველოსა და საგზაო პოლიციის ადგილობრივი დანაყოფების სტრუქტურებში და შტატში ცვლილებების შეტანის შესახებ წინადადებების შემუშავება და შს მინისტრისადმი დასამტკიცებლად წარდგენა;
ე) შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა სამსახურებთან სამმართველოს შეთანხმებული და კოორდინებული მუშაობის უზრუნველყოფა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში შს სამინისტროს საბჭოზე და ოპერატიულ თათბირზე განსახილველი საკითხების მომზადებისა და გატანის ორგანიზება;
ზ) შს სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით საგზაო პოლიციის ხაზით მუშაობის საკითხებთან დაკავშირებული თათბირების ჩატარება;
თ) სამმართველოში შემავალი სამსახურების სამუშაო გეგმების განხილვა და დამტკიცება, ამ სამსახურების და საგზაო პოლიციის დანაყოფების მიერ გაწეული საქმიანობის შედეგების დაჯამება და შესაბამისი შეფასება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, შსს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარ სამმართველოსთან შეთანხმებით, შინაგან საქმეთა ორგანოების დისციპლინური წესდების შესაბამისად, თანამშრომლების მიმართ წახალისებისა და დასჯის ზომების გამოყენება.
თავი IV. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
მუხლი 8. დასკვნითი ნაწილი
1. სამმართველოს რეორგანიზაცია ან მისი საქმიანობის შეწყვეტა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საქართველოს შს მინისტრის ბრძანების საფუძველზე.
http://translate.google.com/?hl=ru&tab= ... D%0A%0D%0A